აშშ აკრძალა კატრიჯების შემოტანა სამგზავრო რეისებით | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ გაამკაცრა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის წესები, როგორც Associated Press იტყობინება, 8 ნოემბერს განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა დჟანეტ ნაპოლიტანომ. აკრძალვა შემოღებული იქნა ნებისმიერი სახის ტვირთების საჰაერო გზით გადაზიდვის თაობაზე არამარტო იემენიდან არამედ სომალიდანაც. გარდა ამისა მგზავრებს, რომლებიც მიფრინავენ აშშ-ში აკრძალული აქვთ ტვირთად წაიღონ ერთ ფუნტზე (ერთი ფუნტი არის დაახლ. 500გრ.) მეტი წონის პრინტერის კატრიჯები.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა გააკეთა განაცხადი ტვირთების გადაზიდვების წესების გამკაცრების შესახებ, რაც დაკავშირებულია რამდენიმე დღის უკან იემენიდან ჩიკაგოს მიმართულებით დაგზავნილ გზავნილებში აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან. ბომბების დასამზადებლად ტერორისტები იყენებდნენ პრინტერის კატრიჯებს, რომელთა შიგთავსში განთავსებული იყო ფეთქებადი ნივთიერება. ეს გზავნილები, განკუთვნილი ჩიკაგოში არსებულ ებრაული რელიგიური ორგანიზაციების მისამართით, აღმოჩენილი იყო ლონდონისა და დუბაის აეორპორტებში ოქტომბრის დასასრულს. აკრძალვები ნებისმიერი სახის ტვირთებზე იემენიდან მას შემდეგ იქნა შემოღებული, რაც ეს გზავნილები იქნა გამოვლენილი. აშშ-ს გარდა რიგ ქვეყნებმა მათ შორის გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს იემენიდან ტვირთების მიღება. Associated Press აშშ-ს სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის წყაროს საფუძველზე იტყობინება, რომ სომალიდან ტვირთების შემოტანის აკრძალვა დაკავშირებულია ოპერატიული ინფორმაციის მიღებასთან - ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ-შაბააბ" ამზადებდა გეგმას აშშ-ში ავია ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის შესახებ. ,,ალ-შაბააბ" დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან ,,ალ-ქაიდასთან", რომელიც როგორც თვლიან დგას იემენიდან ჩიკაგოში ფეთქებადი ნივთიერებების შემცველი გზავნილების დაგზავნის უკან. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_68.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 09:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.