ბაღათურიამ შესთავაზა მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმა | საქართველოს ამბები | ||
,,ქართული დასი" საქართველოს მთავრობას სთავაზობს სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიან გეგმას. პრეს-კონფერენციაზე პარტიის ლიდერის ჯონი ბაღათურიას განცხადებით მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილ 280 მლნ ლარს არაფერი საერთო არ ჰქონდა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და აღნიშნული თანხა გათვლილი იყო მოედნების, ფანტანებისა და სხვა გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სოფლებში. ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მთავრობის მუქარამ მიწის გადასახდის გაზრდის თაობაზე გააუფასურა სასოფლო-სამეურნეო მიწები. ,,საზღვარგარეთის მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მიწები იყიდება იაფად და ქართველი გლეხების ადგილს დაიკავებს უცხოელი ფერმერები, მათ შორის სამხრეთ აფრიკელები. ეს მაშინ, როდესაც ოდითგანვე საქართველო იყო აგრარული ქვეყანა და ქართველ გლეხი იქით ასწავლის ნებისმიერ ფერმერს მიწის დამუშავების ტრადიციებს", - განაცხადა მან. ბაღათურიას თქმით მათი პროგრამა ითვალისწინებს შეღავათანი საგადასახადო გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობის, მეფრინველეობის, ვეტერინარიისა და გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას. მისი განცხადებით პარტიამ უკვე დაიწყო საქართველოს მიწის ფონდის ანალიზი და ინვენტარიზაცია, აგრეთვე მელორაციის სისტემის ხარისხის შესწავლა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_661.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 13:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.