მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრის ფარგლებში მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს. დაგეგმილი სხვადასხვა სახის შეხვედრებიც. მექსიკაში, კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 8 დეკემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მაჯგალაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება, 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მასში 192 ქვეყანა და მათ შორის 20 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_645.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.