დავით ბაქრაძე საფრანგეთში მიემგზავრება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საფრანგეთში გაემგზავრება. როგორც ბაქრაძემ 29 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ის დასავლეთ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. მისი განმარტებით, ასამბლეაზე ოფიციალურად მოხდება საქართველოსთვის პარტნიორი სახლემწიფოს სტატუსის მინიჭება და ქვეყნის პარლამენტს იქ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ეყოლება. "გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ დასავლეთევროპული სახელმწიფო და ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები ვერ გავხდებით. ამიტომ "პარტნიორის სტატუსი" არის ის მაქსიმუმი, რომელიც ევროკავშირის და დასავლეთ ევროპისკავშირის არაწევრ ქვეყნას შეიძლება ჰქონდეს", - განმარტა ბაქრაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ცვლილებების მომზადება, რომლის საფუძველზედაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია შეიქმნება, საგარეო საქმეთა კომიტეტს დაავალა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_527.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 ნოემ. 2010, 11:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.