6 დეკემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება | საქართველოს ამბები | ||
6 დეკემბრიდან თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი 10 თეთრით გაიზრდება. ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივა მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საკრებულომ მიმდინარე სხდომაზე დაამტკიცა. ინიციატივას მხარი საკრებულოს 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო. გადაწყვეტილება ძალაში 6 დეკემბრიდან შევა. როგორც სხდომაზე თბილისს სატრანპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, ტარიფის ზრდა არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ. კერძოდ, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ვეტერანებს, ხოლო უსინათლოებისთვის და მათი გამყოლებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. ასეთი სულ 600 ათასი ადამიანია. მათთვის, ვინც სამგზავრო ბარათით მგზავრობს, პირველი გადასახადი 50 თეთრი იქნება, მეორე და მესამე მგზავრობაზე დღის განმავლობაში, შესაბამისად, 30 და 20 თეთრის გადახდა მოუწევთ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_525.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 19:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.