უგო ჩავესმა რუსეთის ფედერაციისგან, იარაღის შესაძენად, 4 მილიარდი დოლარი მიიღო | მსოფლიოს ამბები | ||
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა რუსეთის ფედერაციისგან იარაღის შესაძენად 4 მილიარდი დოლარის კრედიტი მიიღო. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ჩავესზე დაყრდნობით იუწყება. უგო ჩავესმა აღნიშნული განაცხადება ვენასუელას საჰაერო სამხედრო ძალების 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. "ცოტა ხნის წინ რუსეთში ვიყავი და რუსეთის ხელისუფლებამ 4 მილიარდი კრედიტი გამოგვიყო, რომ დაგეხმაროს ჩვენ იარაღით აღჭურვაში. უბრალოდ ვასრულებთ ჩვენ ამოცანას, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ იმპერიული ქვეყნებისაგან და მათი მოკავშირეებისგან", - აღნიშნა ვენესუელას პრეზიდენტმა, თუმცა მან არ განმარტა რუსლი ფულით რა ტიპის შეიარაღების ყიდვას გეგმავს. შეგახსნებთ, რომ უგო ჩავესი რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით ოქტომბრის შუა რიცხვებში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს სექტემბრში ჩავესს ოფიციალურმა მოსკოვმა 2,2 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლითაც რუსული სამხედრო ტექნიკა უნდა შეესყიდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_500.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 ნოემ. 2010, 12:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.