თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მშენებლობა იგეგმება | ![]() | საქართველოს ამბები | |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მშენებლობა იგეგმება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით არსებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი რეაბილიტაციას საჭიროებს. „დღესდღეობით არსებული ზოლი რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მშენებლობის დაწყება პარალელურ რეჟიმში“, - განაცხადა ქობალიამ. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მოცემულ ეტაპზე პროექტირებისათვის საჭირო თანხა ჯერ არაა დადგენილი, თუმცა, მინისტრის სიტყვებით, მშენებლობის დაფინანსებისათვის გარკვეულ თანხას საფრანგეთის მთავრობა გამოყოფს. ახალი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მშენებლობის დაწყება 2011 წლის დასაწყისზეა დაგეგმილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_447.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ნოემ. 2010, 10:58 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.