საქართველოში ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება | საქართველოს ამბები | ||
24 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდება ახალგაზრდული სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები და 10 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება გახლავთ (Millennium Development Goals). სამიტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, თბილისის მერიის, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ისინი შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხებენ. სამიტი მუშაობას რვა სამუშაო ჯგუფში გააგრძელებს, რომლებიც ათასწლეულის მიზნების შესაბამისად თავიანთ რეკომენდაციებსა და ინიციატივებს შეიმუშავებენ და მათ შემაჯამებელ სესიაზე წარადგენენ. სამიტს დახურავენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ჯეიმი მაკგოლდრიკი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_446.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ნოემ. 2010, 10:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.