საქართველოს რკინიგზამ 118 კმ საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
შპს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა 118 კმ საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა. ელექტრომომარაგების დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას განაგრძობს. საკონტაქტო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების კენტ და წყვილ მიმართულებებზე შესრულდა. მოდერნიზებული საკონტაქტო ქსელის საერთო სიგრძემ 118 კილომეტრს მიაღწია. ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა მოდერნიზაციის პროექტით „სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან თბილისში - 3 საათში“ გათვალისწინებული ელექტრომომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. რკინიგზის საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია, ლიანდაგის რეაბილიტაციის პარალელურად, მატარებლების მოძრაობის სიჩქარეების საათში 120 კილომეტრამდე გაზრდას შეუწყობს ხელს. წყარო - economy.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_441.html
| |||
განათავსა - teo- | 22 ნოემ. 2010, 15:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.