საქართველოში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თავისუფალი ტურისტული ზონა შეიქმნას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში თავისუფალი ტურისტული ზონები შესაძლოა, ქობულეთის გარდა, სხვა ტერიტორიებზეც შეიქმნას. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მინისტრმა თავისუფალი ტურისტული ზონების შესაძლო განთავსების ადგილებისა და მათი შექმნის დროის დაკონკრეტება ამ ეტაპზე არ ისურვა. ქობალია მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ სხვა თავისუფალი ტურისტული ზონების ჩამოყალიბების იდეა ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის პროექტის წარმატებულობამ განაპირობა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონასთანდაკავშირებით 52 განაცხადია მიღებული, დეკემბრის დასაწყისში კი 15 სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებზე 1000 კაცი დასაქმდება, სასტუმროების აშენების შემდეგ კი სავარაუდოდ, ამდენივე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, იმ კომპანიებს, რომლებიც კონკტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ და ობიექტების მშენებლობას პირველ აგვისტომდე ვერ დაასრულებენ, აშენებული სასტუმროები ჩამოერთმევათ. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_439.html
| |||
განათავსა - teo- | 22 ნოემ. 2010, 15:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.