ფოთის აეროპორტის პროექტირება დასრულდება 2011 წლის აპრილში | საქართველოს ამბები | ||
ფოთის აეროპორტში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. მისი პროექტირება დასრულდება 2011 წლის აპრილში, ხოლო მაისიდან იგეგმება მშენებლობის დაწყება. მომავალი წლის დასასრულისათვის იგეგმება გაიხსნას საეთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეოროპორტი ახალი ასაფრენი ბილიკით და ინფრატრუქტურით. საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ რამოდენიმე დღის წინ პირადად დაათვალიერა სანავიგაციო რადარი, რომელიც 3 თვეში იქნა აგებული და უკვე მე-2 თვეა ფუნქციონირებს. რადარის მეშვეობით შესაძლებელია 350-400 კმ-ის რადიუსში სამოქალაქო თვითმფრინავების კონტროლი. ეს ინფორმაცია გადაიცემა თბილისში ცენტრალურ სადისპეჩეროს. რადარის მომსახურე პერსონალი - ინჟინერები, ტექნიკოსები, არიან ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_430.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 ნოემ. 2010, 17:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.