პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: პუტინის დესპოტიზმისა და იმპერიალიზმის რეჟიმმა რუსეთი დეგრადაციამდე მიიყვანა | საქართველოს ამბები | ||
საქართველო საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობსა და კომუნისტურ გაუგებრობაში აღარასდროს დაბრუნდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა, იტყობინება „GHN“. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციურმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გააპროტესტა ბიძინა ივანიშვილის ფული და მას „რუსული ფული“ უწოდა. ამასთან დაკავშირებით წიკლაურმა განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაჩნდა იმედი იმისა, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო გახდება, თუმცა იმედი არ გამართლდა და რუსეთს საბჭოური წარსულის მოშორება არ შეუძლია. „დესპოტიზმმა და იმპერიალიზმმა რუსეთი დეგრადირებულ სახელმწიფოდ აქცია და ამ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების გაზით დახრჩობა, ჩეჩნეთში ასობით ათასი ადამიანის, ჟურნალისტის, სამართალდამცველის განადგურება შეუძლია. ამ რუსეთს პუტინის რუსეთი ეწოდება, რომელიც საფრთხეს როგორც რეგიონალური, ისე გლობალური მასშტაბით წარმოადგენს. პუტინური რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ჩვენ ქალაქები გადაწვა, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები მოკლა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებას ახდენს. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის უკიდურესად სენსეტიურია ის, თუ რა ხდება რუსეთში“, - თქვა დეპუტატმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4223.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.