ეკონომიკა: Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი BB--მდე გაზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში B+-დან BB--მდე გაზარდა, განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, ქვეყნის არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი ასევე B+-დან BB--მდე გაიზარდა. „გაზრდა საქართველოს ზრდის ძლიერ მაჩვენებლებს, მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის ალაგმვის წარმატებებს, ინფლაციის შემცირებასა და უცხოური ვალუტის მარაგების ზრდას ასახავს“, - განაცხადა გილაურმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებმაც მოკლე დროის განმავლობაში ორჯერ შეძლეს თავიანთი რეიტინგის გაზრდა. „და ეს იმ დროს ხდება, როდესაც სარეიტინგო კომპანიები მრავალ, მათ შორის ევროპის ქვეყნებს, რეიტინგებს უმცირებენ“, - აღნიშნა გილაურმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევა ქვეყანაში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია. „ეს საქართველოსთვის დამატებითი რეკლამაა იმ ინვესტორებს შორის, რომლებიც დღესდღეობით ინვესტიციების განსათავსებელ ადგილს ეძებენ“, - აღნიშნა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4166.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.