ეკონომიკა: წელს საქართველოში 500-ზე მეტი კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, წარმოადგინა ანგარიში 2011 წელს განხორციელებული სამუშაოს შესახებ და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში 520 კილომეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და გაყვანილ იქნა 30 კილომეტრი ახალი ცემენტ-ბეტონის გზა. განხორციელებული სამუშაოს შედეგები მინისტრმა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტებს გააცნო. ნიკოლაიშვილის თქმით, 2011 წელს აშენდა 8 და რეაბილიტირებულ იქნა 39 ხიდი. დასრულდა რიკოტის გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს, ასევე 4 ახალი გვირაბი აშენდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა ახალი რაიონების მშენებლობას იძულებით გადაადგილებულთათვის საპორტო ქალაქ ფოთში (სამეგრელოს რაიონი), ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ახალ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში (სამეგრელოს რაიონი). მან ასევე წყალმომარაგების პროექტთა მნიშვნელოვნობა აღნიშნა. როგორც ნიკოლაშვილმა განაცხადა, ამ პროექტების ფარგლებში 60 ათასი ადამიანი დასაქმდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4164.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 20:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.