ეს საინტერესოა: რომაელი კატა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახდა | მსოფლიოს ამბები | ||
რომაელმა კატამ მეტსახელად ტომაზინო 10 მილიონი ევროს ოდენობის მემკვიდრეობა მიიღო, იტყობინება იტალიური გაზეთი La Repubblica. კატა მაწანწალა იყო, სანამ იგი 1917 წელს დაბადებულმა იტალიელმა მარია ასუნტამ არ აიყვანა. მას ნათესავები არ ჰყოლია, ამიტომ 2009 წლის ოქტომბერში იტალიელმა ქალბატონმა მთელი თავისი ქონება - მათ შორის ბინები რომსა და მილანში, მიწები კალაბრიაში და საბანკო ანგარიშები - ტომაზინოს და სხვა მოხეტიალე ცხოველებს უანდერძა. მარია ასუნტა 2011 წლის ნოემბრის ბოლოს გარდაიცვალა. მემკვიდრეობის საერთო თანხა დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. ქონების განკარგვას, რომელიც ოთხი წლის ტომაზინომ მიიღო, 48 წლის მედდა სტეფანია განახორციელებს, რომელიც მარია ასუნტას მისი სიცოცხლის ბოლო წლებში უვლიდა. მანამდე, როგორც The Guardianაღნიშნავს, ყველაზე მდიდარ კატად მიიჩნეოდა ბლეკი, რომელმაც 1988 წელს თავისი ბრიტანელი პატრონისაგან 9 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4134.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.