საზოგადოება: საბერძნეთში დააკავეს პირები, რომლებმაც ძვ. წთ. VI საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი იპოვეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ჯერჯერობით უცნობია, რომელ რაიონში ტარდებოდა არალეგალური გათხრები. დაპატიმრება ქალაქ პირგოსში ნახევარკუნძულ პელოპონესის დასავლეთ ნაწილში განხორციელდა. პოლიციელთა თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში ასევე ექვსი ძველებული ვერცხლის მონეტა აღმოაჩინეს. ბერძნული კანონმდებლობის თანახმად, მიწასა ან ზღვაში ნაპოვნი ყველა ანტიკური არტეფაქტი სახელმწიფო საკუთრებაა. მას, ვინც მათ სახელმწიფოს ნებაყოფლობით ჩააბარებს, უწესდება ანაზღაურება, ხოლო მას, ვინც მათ დამალვას ან გაყიდვას შეეცდება, პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად ამისა, დროდადრო პოლიცია იჭერს არალეგალურ გამყიდვლებს, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, უკანონოდ და უზარმაზარ თანხებად გაასაღონ მათ ხელში ამა თუ იმ გზით მოხვედრილი უძველესი ნივთები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4133.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:07 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.