საზოგადოება: თაკო ფხაკაძე: ლალი მოროშკინამ კინაღამ ჩანგლით მომკლა | საქართველოს ამბები | ||
„პრაიმ ტაიმის“ მთავარმა რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ მასზე ჟურნალისტ ლალი მოროშკინას თავდასხმასთან დაკავშირებით სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, იტყობინება “GHN“. „მთავარია, ცოცხალი ვარ და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჩანგალი, რომლითაც მან ჩამარტყა, შედარებით ბლაგვი იყო. მეორე დარტყმა რუსა ჩაჩუას ხელისთვის იქნა მიყენებული. ეს ადამიანის მოკვლის ჩვეული მცდელობა იყო, რაც ჩვეულებრივ და უწყინარ ფაქტს მოჰყვა. „პრაიმ ტაიმმა“ რამდენიმე ნომინაციის მიხედვით გამოკვლევა ჩაატარა და ლალი მოროშკინა ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ქალბატონად დაასახელა. ეს ნომინაცია ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზი გახდა. თუ ადამიანის მოკვლას ადამიანის შეურაცხყოფას უწოდებთ, მაშ იყოს ეს შეურაცხყოფა. უბრალოდ არ მოვკვდი. მაგრამ ჩანგალი, რომლის ჩარტყმაც საძილე არტერიასთან ახლოს მოხდა, ნამდვილად სასიკვდილო იყო“, - თქვა ფხაკაძემ. მან აღნიშნა, რომ „იმედის“ ტელეარხზე „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის გადაღებების დროს ლალი მოროშკინა მთვრალი იყო. „ლალი ნამდვილად მთვრალი იყო, ვინაიდან ეს საახალწლო გადაცემა იყო და, როგორც ჩანს, ზედმეტი ალკოჰოლი მოუვიდა“, - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ფხაკაძის ცემისთვის ლალი მოროშკინას 15 დღე პატიმრობა მიუსაჯეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4130.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.