პოლიტიკა: გამოკითხვა: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის კანდიდატს 5%-ით ჩამორჩება | საქართველოს ამბები | ||
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-მ გამოაქვეყნა საქართველოში ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოსაზრების გამოკითხვის მონაცემები, იუწყება “GHN“. გამოკითხვის თანახმად, პასუხის გაცემისას შეკითხვაზე „ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, ვის მისცემდით ხმას?“, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: მმართველ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - 32%, ბიძინა ივანიშვილს - 27%, გიორგი თარგამაძეს - 11%, შალვა ნათელაშვილს - 2%, ირაკლი ალასანიას - 2%. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ეს მონაცემები არ ასახავს განსაკუთრებულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა მოხდება 2013 წელს. შეგახსენებთ, რომ IRI-ის გამოკვლევა ოქტომბერ-ნოემბერში მთელი საქართველოს მასშტაბში ჩატარდა. სულ 4000 ადამიანი გამოკითხეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4096.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.