aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ადვოკატები: საქართველოს პრეზიდენტის აქტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბათილია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოითხოვენ ბათილად იქნას აღიარებული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, იუწყება “GHN“. როგორც დღეს, 6 დეკემბერს, პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თედუმაძემ განაცხადა, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, ჩამოართვას პიროვნებას მოქალაქეობა, რომელიც გამონაკლისის წესით არის მინიჭებული.



„ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ჩვენს სარჩელშია შესული, ეს აქტის ბათილად აღიარებაა. შიდა კანონმდებლობის თანახმად, აქტის ბათილად აღიარებისათვის ორი პირობა არსებობს: პირველი - როდესაც იგი არაუფლებამოსილი ადამიანის, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაიცა. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომ ის, რაც დაუშვებელია, ის აკრძალულია. შესაბამისად, ყველა კანონისა და კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მოქალაქეობა ჩამოართვას პიროვნებას, რომელსაც განსაკუთრებული წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მას ამის უფლება არ ჰქონდა და აქტი არაუფლებამოსილი პირის მიერ გაიცა“, - თქვა თედუმაძემ.


მისი თქმით, ადმინისტრაციული კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი მიუკერძოებელი უნდა იყოს.


„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სასამართლოზე აფიქსირებს, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს განცხადება გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, აღნიშნული უკვე აფიქსირებს, რომ ეს საქმის მიკერძოებული წარმოებაა, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა როგორც პირადი, ისე პოლიტიკური გუნდის ინტერესი და, შესაბამისად, მან აქტი უფლებამოსილებების გარეშე მიიღო, რომელიც სამართლის თვალსაზრისით უპირობოდ ბათილად არის მიჩნეული“, - თქვა მან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4083.html
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:37 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ადვოკატები: საქართველოს პრეზიდენტის აქტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბათილია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian