პოლიტიკა: შიმონ პერესი: ისრაელს და საქართველოს შეუძლია ძველ ურთიერთობებს დაუბრუნდეს | საქართველოს ამბები | ||
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს მიხეილ სააკაშვილს ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუსკას და ზეევა ფრენკელის შეწყალების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ებრაული გამოცემა The Yerusalem Post იუწყება. გაზეთის ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. "მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ბიზნესმენები შეიწყალეთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო. ეს თქვენგან კეთილშობილური ჟესტი იყო და მე მას პატივს ვცემ,"-განაცხადა პერესმა და აღნიშნა, რომ მომხდარი მეხსიერებიდან ამოიშალა და საქართველო და ისრაელი ძველ ურთიერთობას დაუბრუნდება. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარი არასასიამოვნო და მძიმე იყო ორივე მხარისათვის და "ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი მოგვარდა." ებრაელი ბიზნესმენები ფუკსი და ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს იმ დროს, როდესაც მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ავთანდილ ხარაიძეს 7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი შესთავაზეს. სანაცვლოდ ისინი ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაესაჩივრებინა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4074.html
| |||
განათავსა - consul | 06 დეკ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.