პოლიტიკა: გაეროს ადამიანთა უფლებების დამცველმა სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ განაცხადა | მსოფლიოს ამბები | ||
გაეროს ადამინთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ მარტიდან მოყოლებულმა დაპირისპირებამ სამოქალაქო ომის სახე მიიღო, ამის შესახებ იუწყება როიტერი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სულ უფრო და უფრო ბევრი სამხედრო პირი ოპოზიციის მხარეს გადადის, მთავრობის შეიარაღებული მოწინააღმდეგეები ძალას იკრებენ, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა უკვე ოთხი ათას გადააჭრაბა. "ჩვენ ოთხი ათასის შესახებ დიდი სიფრთხილით ვსაუბრობთ. სანდო ინფორმაციის წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია"-განაცხადა პილაიმ. ამავდროულად, მან დაამატა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში გააფრთხილა საზოგადოება, რომ დაპირისპირება ნამდვილ სამოქალქო ომში გადაიზრდებობდა. "ამჟამად, სწორედ ასე შემიძლია დავახასიათო იქ არსებული მდგომარეობა,"-განაცხადა გაეროს ადამინთან უფლებების კომისარმა. კომისრის განცხადებას თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების შეთანხმებაც დაემთხვა, რომელიც ბაშარ ასადის ოპონენტებმა თურქეთთან გააფორმეს. სირიის პოლიტიკურმა ეროვნულმა საბჭომ და თავისუფალი არმიის სამხედრო სტუქტურამ ოფიციალურად ერთმანეთი ცვნეს და რეჟიმის დამხობის ერთად განხორციელება გადაწყვიტეს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4045.html
| |||
განათავსა - consul | 02 დეკ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.