aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: ქუვეითის ემირმა მთავრობის გადადგომა დაადასტურა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
28 ნოემბერს, ქუვეითის მთავრობა სრული შემადგნელობით  გადადგა, იუწყება როიტერი.


არაბეთის გაერთიანებული საემიროების მმართველმა საბაჰ ალ-აჰმად ას-საბაჰმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის გადადგომა უკვე მიიღო, ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება.



ეს მოვლენა ადგილობრივი მოსახლეობის გავლენით მოხდა. ელ-ქუვეითის ცენტრში ერადასა მოედანზე ძალიან ბევრმა ადამიანმა მანიფესტაცია მოაწყო. ისინი პრემიერ-მინისტრის  შეიხ ნასერ მუჰამედ ალ-აჰმად ას-საბაჰის გადადგომა მოითხოვეს, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.


 მიტინგში სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ (ლიბერალებიდან დაწყებული ისლამისტებით დამთავრებული), სტუდენტებმა და ადგილობრივი ტომების გაერთიანებების ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. ქუვეითის ინფორმაციის ყოფილმა მინისტრმა  საად ალ-აჟმიმ განაცხადა, რომ ეს დემონსტრაცია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგია. მასში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც არაბეთის გაერთიანებული ერებისათვის საკმაოდ დიდი რიცხვია.


 ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან საზღვარ გარეთ პირად ანგარიშზე სახელმწიფოს  კუთვნილი მილიონობით დილარი გადარიცხა. ასევე, მისი სახელი დაკავშირებულია იმ სკანდალთან, რომელიც ეხება ადგილობრივი პარლამენტის 15 დეპუტატის შესყიდვას, რომლებმაც საერთო ჯამში 350 მილიონი დოლარი მიიღეს ქრთამის სახით.


შეიხ ნასერი ყოველ ჯერზე უარყოფდა მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს. მისმა მთავრობამ პარლამენტის ნდობის სამ ხმის მიცემას გაუძლო, თუმცა ბოლო დროს, ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შემდეგ, მას გაუჭირდა უერყო კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ფაქტი.


მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ ქუვეითის ემირი არა მხოლოდ მთავრობის გადადგომას, არამედ პარლამენტის დათხოვასაც მიიღებს, თუმცა ინფორმაცია ახალი არჩევნების შესახებ ჯერ არ დადასტურებულა.


 ქუვეითი რეგიონის ერთერთი მდიდარი ქვეყანაა. წელიწადში ერთ სულ ადამიანზე  საშუალოდ  48 ათასი დოლარი მოდის.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4020.html
განათავსა - consul | 29 ნოემ. 2011, 19:19 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ქუვეითის ემირმა მთავრობის გადადგომა დაადასტურა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian