მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 45 მილიონ დოლარს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიო ბანკმა 2 ნოემბერს დაამტკიცა საქართველოსთვის დამატებითი ფინანსირების გამოყოფა 45 მილიონ ამერიკული დოლარის მოცულობით, რეგიონალური და მუნიცეპალური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებისთვის. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამატებთი ფინანსირება, რომელიც მოიცავს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის გრანტს 33,5 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტს 11,5 მილიონ ამერიკული დოლარის მოცულობით, მოთხოვნილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, მიმდინარე პროექტების მასშტაბების გაზრდისათვის. პირველადი სახით რეგიონალური და მუნიცეპალური განვითარების პროექტი (40 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტი) მომზადებულ იქნა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით. ფინანსირება ძირითადად, დახარჯული იქნება, დამატებითი მუნიცეპალური სამსახურების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, ასევე მთელი რიგი არჩეული ქალაქების სტრატეგიული განვითარების გეგმების დამუშავებისათვის, მათ შორის ადგილობრივი გზების და წყალმომარაგების სამსახურების გაუმჯობესებისათვის . დღეისთვის მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში შედგება 12 მოქმედი საინვესტიციო პროექტისგან, ჯამური თანხით 469 მილიონი ამერიკული დოლარი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_40.html
| |||
განათავსა - admin | 04 ნოემ. 2010, 00:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.