ეს საინტერესოა: ტაილანდის მაცხოვრებელს SMS-ის გულისთვის 20 წელი პატიმრობა მიესაჯა | მსოფლიოს ამბები | ||
ტაილანდის მაცხოვრებელს ამპონ ტანგნოლპაკუნს SMS-ის დაგზავნისთვის, რომელიც სახელმწიფო მეფე პუმიპონ ადულიადეტს შეუარცხყოფს, 20 წელი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის მაისში ტანგნოლპაკუნმა სამეფო ოჯახისთვის რამდენიმე შეურაცხყმყოფელი SMS იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის აფხისიტა ვეტჩაჩივის პირად მდივანს გაუგზავნა. ამ SMS-ების შინაარსი არ ხმაურდება. არც ის ზუსტდება, როგორ ურთიერთობებში იმყოფებოდა 61 წლის ტანგნოლპაკუნი მდივანთან. მამაკაცი 2010 წლის აგვისტოში დააკავეს. სასამართლოში მან საკუთარი თავის დამნაშავედ ცნობაზე უარი თქვა. ტანგნოლპაკუნის ადვოკატის თქმით, მას 30 დღე აქვს იმისთვის, რომ განაჩენი გაასაჩივროს. ტაილანდის კანონის თანახმად, მეფის მისამართით ნებისმიერი კრიტიკა მკაცრად ისჯება. მეფისა ან სამეფო ოჯახის შეურაცხყოფის ცალკეული ფაქტისთვის მაქსიმალური სასჯელი 15 წელ პატიმრობას შეადგენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3982.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.