მეცნიერება-ტექნოლოგიები: ნიორი გულის დაზიანებების საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება აღმოჩნდა | მსოფლიოს ამბები | ||
ნიორი გულის დაზიანებების საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალებაა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ნიორის შემადგენლობას იკვლევდნენ. აღმოჩნდა, რომ მასში შესულია ინგრედიენტი - დიალილ ტრისულფიდი, რომელიც გულის ქსოვილების ნგრევას აღმოფხვრის. გულის ქსოვილების ნგრევას შეუძლია გულის შეტევის გამოწვევა, წერს The Daily Mail. მკვლევარებმა ნაერთი დატესტეს თაგვებზე, რომლებსაც დაბლოკილი კორონარული არტერიების გამო გულის დაზიანებების მაღალი რისკი აღენიშნებოდათ. ამგვარად, ნაერთის შეყვანამ მანამ, სანამ სისხლმიმოქცევა აღდგებოდა, ამცირებდა გულის დაზიანებული ქსოვილის მოცულობას თითქმის ორი მესამედით. დიალილ ტრისულფინი ათავისუფლებს გოგირდწყალბადს, რომელსაც, როგორც ადრე დამტკიცდა, მცირე კონცენტრაციებისას უნარი აქვს დაიცვას გული და შეამციროს მისი ზომა, რომელიც გულის უკმარისობასთან დაკავშირებუთ არის გადიდებული. ამიტომ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა მიმართეს დიალილ ტრისულფიდს - ნიორის ზეთის კომპონენტს, რათა არასტაბილურობის მქონე გოგირდწყალბადი მიეწოდებინათ გულისთვის, ინექციებზე უარის თქმის პირობებში. ამჟამად პროფესორი დევიდ ლეფერი ამოწმებს, შეიძლება თუ არა ორალური პრეპარატების საშუალებით გოგირდწყალბადის გამოთავისუფლების გამოწვევა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3953.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.