აჭარაში სულ უფრო მეტი ირანელი ტურისტი ჩამოდის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისათვის ავტონომიაში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2009 წელს ამავე დროს მათი რიცხვი 504 313-ს შეადგენდა. დეპარტამენტის მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელ ტურისტთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი 292 061-ს შეადგენს, რაც 93.1%-ით მეტია, ვიდრე 2009 წელს. ტურისტთა რაოდენობის მიხედვით თურქეთი ლიდერობს - 125 946. ამ ქვეყნის მოქალაქეები აჭარაში ჩამოსული ყველა უცხოელი ტურისტის 43.1%-ს შეადგენენ. თურქეთს მისდევს სომხეთი - 96 294 (33%) და აზერბაიჯანი 40 192 (17.8%). 2010 წელს არსებითად გაიზარდა ირანელ ტურისტთა რიცხვიც. სულ მიმდინარე წელს აჭარას ამ ქვეყნის 4122 მოქალაქე ესტუმრა, მაშინ, როცა 2009 წელს სულ 229 ირანელი იყო ჩამოსული. ასევე მკვეთრად გაიზარდა უკრაინელთა რიცხვიც. საერთო ჯამში აჭარაში აღნიშნული ქვეყნის 6894 მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 215.2%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვიზიტიორთა რიცხვის ესოდენ მნიშვნელოვანი ზრდა იმითაა გამოწვეული, რომ აჭარაში დასვენება ზღვაზე დასვენებასთან აღარ ასოცირდება. წლის ნებისმიერ დროს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ჩამოსულებს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ, ეწყობა რეგიონის მიზანმიმართული სარეკლამო კამპანია. დეპარტამენტის პროგნოზებით, 2011 წელს აჭარაში 1 500 000 ტურისტია მოსალოდნელი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_386.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2010, 10:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.