ეკონომიკა: საქართველოში ოქტომბრის თვეში ინფლაციის წლიურმა დონემ 2.3% შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა, განაცხადეს ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურში - „საქსტატში“. იქვე აღნიშნეს, რომ ინფლაციის მოცემული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის ფასებმა მოახდინა. წლის განმავლობაში პროდუქტების ფასები 1.2%-ჯერ გაიზარდა. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ხორცზე (21.8%), შაქარსა და ტკბილეულობაზე (10%), მცენარეულ ზეთზე (6.7%), ხოლო შემცირდა ბოსტნეულზე, კარტოფილზე (18.9%), ხილსა და ყურძენზე (14.5%). ამავე დროს, ინფლაციის ზრდაზე აიასახა ტარიფების ზრდაც სამოქალაქო საგზაო ტრანსპორტში მგზავრობაზე (24.3%), სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებაზე (23.9%) და ნავთობპროდუქტებზე (14.1%). ოქტომბერში თვიური დეინფლაცია დაფიქსირდა. ოქტომბერში, 2011 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 0.2% შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3817.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.