ეკონომიკა: საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაზუსტდა“. კერძოდ, მისი თქმით, „გადაწყდა საკითხი იმაზე, თუ ვინ იქნება მესამე ნეიტრალური მხარე, რომლის ეგიდის ქვეშაც საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ“. „მიღწეულ იქნა შეთანხმებულობა, რომ დამკვირვებლები შვეიცარიის ეგიდის ქვეშ იმოქმედებენ“, - განაცხადა კაპანაძემ. მან თქვა, რომ „საქათველოსა და რუსეთს შორის ტვირთებით ვაჭრობისა და მათი გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდის ქვეშ განხორციელდება“. „ეს ოფიციალური მოსკოვის ერთ-ერთი წინადადებებაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე განაცხადა, რომ „შვეიცარიის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი უცვლელი რჩება“. „დოკუმენტის მთავარი არსი იმაშია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ვაჭრობისა და იმ ტვირთების მონიტორინგს განახორციელებენ, რომლებიც შედის სავაჭრო დერეფნებში საქართველოსა და რუსეთს შორის, კონკრეტულად კი, ქართულ-რუსული სახელმწიფო საზღვრის ცხინვალისა და აფხაზეთის მონაკვეთებსა და „ზემო ლარსზე“ გადის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. კაპანაძემ თქვა, რომ დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის მიხედვით „საქართველოსა და შვეიცარიის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა“. „მოსალოდნელია, რომ დღეს დღის განმავლობაში რუსული მხარე აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით თავისი საბოლოო პოზიციის შესახებ შეგვატყობინებს“, - განაცხადა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3793.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.