სამ თვეში ბენზინის საერთაშორისო ფასი 22.1 %-ით გაიზარდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა 4.8 პროცენტით, კერძოდ, 3 თვის წინ ის იყო 1.8492, ხოლო დღეს არის 1.7608. "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში" განმარტავენ, რომ 3 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასის მატება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა 5 თეთრის ოდენობით, ანუ დაახლოებით 3 პროცენტით. თავის მხრივ, საერთაშორისო ფასის მატება ბენზინისა და დიზელის საწვავზე განპირობებულია მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდით. მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მერყეობდა ძირითადში 70-78 დოლარის ფარგლებში. ოქტომბრის თვიდან კი ნავთობის ფასმა მატება დაიწყო და გაიზარდა 88-89 დოლარამდე ბარელზე. ნავთობის ეს ფასები გახლავთ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ, 2008 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_375.html
| |||
განათავსა - Legatuss | 16 ნოემ. 2010, 11:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.