კრიმინალი: თურქეთის სასამართლომ 9-წლის ბავშვის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო | საქართველოს ამბები | ||
თურქეთსი გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. უმაღლესმა სასამართლომ 9-წლის ბავშვის პირატ ცეზარის მკვლელების, დედა-შვილის ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. ვიოლა ოჩხიკიძემ მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, პირატი რთული ბავშვი იყო და დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბრალდებულის თქმით, მკვლელობის დღეს პირატსა და დედამისს, ეკატერინა ოჩხიკიძეს შორის ბინძური ტანსაცმელის გამო კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც ეკატერიანმა ბავშვი ცემა და შემდეგ იგი სახლიდან გამოვიდა. ვიოლა ოჩხიკიძის განცხადებით, იგი იმდენად აღევეული იყო, რომ ბავშვს ნაჯახი თავში ორჯერ ჩაარტყა, ხოლო შემდეგ კი დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. მან აღნიშნა, რომ ამ დროისათვის აფექტის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენება ეკატერინა ოჩხიკიძემაც მისცა. მისი თქმით, გერთან ჩხუბის შემდეგ მან მიიჩნია, რომ ინციდენტი დასრულდა და სახლიდან გამოვიდა, ხოლო დაბრუნებულმა აბანოში ბავშვის დანაწევრებული სხეული დაინახა, რის შემდეგადაც დედასთან ერთად ბავშვის გვამი საბავშვო ეტლით სახლიდან გაიტანა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3662.html
| |||
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.