პოლიტიკა: დიდი ბრიტანთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება | საქართველოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება. ამის შესახებ განცხადება გააკეთებული იქნა მანჩესტერში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატები პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძესა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ლიამ ფოქს შორის.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბრიტანელი და ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციებში.
ფოქსმა დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება და მათი წვლილი ტერორიზმის ბრძოლაში.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი შეხვდა კულტურის, სპროტისა და ოლიმპიადის მინისტრს ჯერემი ფოქს, წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატებს, ადამიანთა უფლებებისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სპიკერს ჩარლზ ტენოკომს. გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე მანჩესტერში იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მოწვევით. გუშინ თარგამაძეს შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ ქემერონთან. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან ვილიამ ხეიგთან და ევროპის საქმეთა მინისტრთან დევიდ ლიდინტონთან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3549.html
| |||
განათავსა - consul | 04 ოქტ. 2011, 20:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.