პოლიტიკა: საქართველოში სარკოზის ვიზიტი ემოციური და სანახაობრივი იქნება - ელჩი | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე აცხადებს, რომ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მთავარი მიზანია ქართული ხალხლსადმი სოლიდარობის გამოვლენა. „საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ემოციური და სანახაობრივი იქნება. საფრანგეთის პირველ პირს ხალხთან შეხვედრა უნდა და მისი მთავარი მიმართვა საქართველოსთვის სოლიდარობის გამოცხადება იქნება“, - ასე შეაფასა ფრანგმა დიპლომატმა საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა შედგეს. ვიზიტის მსვლელობაში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და განიხილავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, ისე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრაზე ასევე შეეხებიან რუსეთის მიერ საქართველოს დეოკუპაციის შესახებ 2008 წლის აგვისტოს 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობას, რომელსაც ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მოეწერა ხელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3544.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ოქტ. 2011, 20:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.