პოლიტიკა: გერმანიის ელჩი: რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მესამე ზედმეტია | საქართველოს ამბები | ||
რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომით შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად „მესამე მხარის ჩარევას არ საჭიროებენ“, განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, იუწყება “GHN“. როდესაც იგი კომენტარს აკეთებდა რიგი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომელიც ბერლინის შუამავლად გახდომის უნარს ითვალისწინებს, მან განაცხადა, რომ საჭიროა, რომ რუსეთმაც და საქართველომაც „დიალოგისადმი პოლიტიკური ნება-სურვილი“ გამოავლინონ. „სამწუხაროდ, ამჟამად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან პერსონიფიცირებულია“, - უთხრა დიპლომატმა არხ „ПИК“-ს. ამავე დროს, ორთვინ ჰენიგის თქმით, თუ რუსეთი და საქართველო შესარიგებლად შუამავლობას მოისურვებენ, ამის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. „მაგრამ ეს ჰიპოთეტიკური საკითხია“, - ხაზი გაუსვა მან, გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი“. ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და გერმანიას „საპარტნიორო ურთიერთობები“ აქვთ, რომლებიც „ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებას“ ემსახურება. „საქართველოსთან ჩვენ არა იმდენად პოლიტიკური და რაციონალური ურთიერთობები გვაქვს, ისინი ემოციურ სფეროზე ბაზირდება“, - აღნიშნა მან. ორთვინ ჰენიგის თქმით, საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, როდესაც ეს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. „რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობდა ამას“, - თქვა ელჩმა. ამასთან, ორთვინ ჰენიგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში წვლილისთვის, სადაც თითქმის 1000 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს და ეს რიცხვი მალე გაიზრდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3543.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ოქტ. 2011, 20:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.