Facebook-ი ,,Gmail-ის მკვლელს'' ამზადებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი, როგორც ჩანს, დღეს სან-ფრანცისკოში დაგეგმილ კონფერენციაზე ელეტრონული ფოსტის ახალ სერვისს წარმოადგენს. ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითტექნობლოგი TechCrunch-ი წერს. Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი პირადად ჩაატრებს პრესკონფერენციას. თემა არ ხმაურდება, სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ღონისძიებაზე წარმოადგენენ პირველად სერვისს, რომლის კოდური სახელწოდებაა Facebook Titan. პირველად პროექტ Titan-ზე ცნობები 2010 წლის თებერვალში გაჩნდა. მაშინ ბლოგი TechCrunch წერდა, რომ Facebook-ის ყველა მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაცვლას IMAP და POP პროტოკოლებით შეძლებენ. სოციალური ქსელის 500 მლნ. მომახმარებელი საკუთარი ელექტრონულ მისამართს მიიღებს. ცხადია, რომ პროექტი Titan მთლიანად მიმართულია Facebook-ის უდიდესი კონკურენტის კომპანია Google-ის სერვისის Gmail-ის ჩასაძირად. პორტალი Domain Name Wire იტყობინება, რომ Facebook-მა 2010 წლის სექტემბერში სადომენო სახელის fb.com-ის შესყიდვა სოფლის მეურნეობის ამერიკული ბიუროსგან (American Farm Bureau) დაადასტურა. წყარო - internet.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_354.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 ნოემ. 2010, 10:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.