კულტურა: ჯონ მალოკოვიჩი:ვხვდები, რომ საქართველოს ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს | საქართველოს ამბები | ||
"მე საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ არაფერი ვიცი, მეორე დღეაა რაც აქ ვიმყოფები და ვხვდები თუ როგორი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია ამ ქვეყანას"–ამის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მალკოვიჩმა თბილისში გამართულ პრესს–კონფერენციაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ დღეს, თბილისში ჯონ მალკოვიჩის სპეკტაკლში მონაწილეობით, რომლის სახელწოდებაა "ჯოჯოხეთური კომედია: სერბი მკვლელის აღსარება", მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება. "ჯოჯოხეთური კომედიის " შესახებ საუბრისას, მალკოვიჩმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლია, რომელიც ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისგან შედგება. მისი თქმით, პიესის მოვლენები რეალური ისტორიაზეა დაფუძნებული და სერბი მკვლელის როლი მისთვის საკმაოდ საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. ჯონ მალკოვიჩმა IPN–ის კითხვასაც უპასუხა, რომელიც კინომატოგრაფიაში მის მუშაობას შეეხება. ამერიკელმა მსახიობმა განაცხდა, რომ მას მაყურებლები ახალ ფილმებში იხილავს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა ფილმს – "ახალგაზრდა სრულწლოვანს". მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3450.html
| |||
განათავსა - consul | 14 სექ. 2011, 20:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.