ეკონომიკა: ამერიკული ტუროპერატორები საქართველოს ეცნობიან | საქართველოს ამბები | ||
ტურისტულ შესაძლებლობებთან გაცნობის მიზნით საქართველოში აშშ-ის წამყვანი ტუროპერატორების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ჩამოსულ სტუმრებს შორის არიან იმ ტურკომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს გაეცნობიან. სტუმრები მოინახულებენ საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთას, ქუთაისს, ბათუმს, სათაფლიას, ბორჯომს და სხვ. საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებთან გაცნობის შემდეგ ტუროპერატორები აპირებენ ისეთი პროდუქტების მოფიქრებას, რომლებსაც ამერიკელ ტურისტებს შესთავაზებენ. ძირითადად მოთხოვნა არსებობს სიძველეების, ღვინის ტურების, ზღვისა და სამთო-სათხილამურო კურორტების მონახულებაზე. „მთავარია საქართველოში ტურიზმის ხარისხის გაზრდა და ამას ჩვენ ხელს შევუწყობთ აშშ-დან და კანადიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკული კომპანია „პანორამა თრეველის“ პრეზიდენტმა ირინა სინამ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3447.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 სექ. 2011, 20:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.