ეკონომიკა: 2010 წლის განმავლობაში პარლამენტარებმა ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით 7 431 539 ლარი მიიღ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვა ინფორმაცია 2010 წლისა და 2011 წლის პირველი და მეორე კვარტლების განმავლობაში ქვეყნის შიგნით საქართველოს პარლამენტის ყველა 150 წევრის (კონკრეტული პირების მითითების გარეშე) მივლინებებზე ხარჯების საერთო სიდიდის შესახებ. საქართველოს პარლამენტის პასუხი აღნიშნულ საკითხზე არასრულფასოვანია, ვინაიდან წერილში მხოლოდ საერთო ციფრია მოცემული. 2010 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მივლინებებზე „2010 და 2011 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1 200 000 ლარი გამოიყო. საქართველოს პარლამენტის წევრთა მომსახურე ავტომანქანების რიცხვი 53 ერთეულს შეადგენს. ამ ავტომობილებზე საწვავის ფაქტობრივმა დანახარჯმა 2010 წელს 273 250 ლიტრი, ხოლო 2011 წლის პირველ ექვს თვეში - 153 350 ლიტრი შეადგინა. რაც შეეხება პარლამენტართა კომუნიკაციის ხარჯებს, 2010 წლის მონაცემებით, ფაქტობრივმა ხარჯებმა 116 710 ლარი, ხოლო 2011 წლის ექვს თვეში - 71 085 ლარი შეადგინა. მობილური ტელეფონებით საუბრების ლიმიტი 2010 წლის 2 თებერვლის პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დგინდება და ყოველ კომიტეტზე თვეში 400 ლარს შეადგენს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3407.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:22 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.