ეკონომიკა: ობამა აშშ–ს ეკონომიკაში 300 მილიარდის ჩადებას თავაზობს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეკონიმიკის სტიმულირების ახალი გეგმა წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წელს აშშ–ს ეკონომიკაში 300 მილიარდი დოლარის ჩადება იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ობამა გეგმის შესახებ კოგრესის წინაშე 8 სექტემბერს ისაუბრებს, იუწყება Bloomberg. როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშანავს, თანხის ნახევარი მუშებისათვის შეღავათების ვადის გახანგრძლივების ხარჯზე უნდა შევიდეს ხაზინაში. მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ხელფასის 2 პროცენტით შემცირება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდებოდა. თუ რამდენი ხანი გაგრძელდება საგადასახადო შეღავათების ვადა ჯერჯერობით უცნობია. წინასარი ინფრომაცის თანახმად ობამას გეგმა კომპანიების საგადასახადო დატვირთვასაც ითვალისწინებს. პრეზიდენტ ობამას ახალ გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობასთან ბრძოლაზეა გამახვილებული, რომლის მაჩვენებელმაც მიმდინარე წელს 9,1 პროცენტი შეადგინა. აგვისტოს ბოლოს ობამამ განაცხადა, რომ მისი გეგმა, რომელიც ადმინისტრაციის მიერ მზადდებოდა, ქვეყანაში ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფდა გზების, ხიდებისა და სკოლების მშენებლობის ხარჯზე. გაზეთი The Daily Telegraph წერს, რომ ობამასთვის არც ისეი ოლი იქნება კონგრესის მხარდაჭერის მიღება. გამომცემლობამ შეგვახსენა, რომ აგვისტოს დასაწყისში , პრეზიდენტს კონგრესთან საკმაოდ დაძაბული დისკუსის გამართვა მოუწია სახელმწიფოს ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით, რის გამოც ქვეყანა ძლივს გადაურჩა ტექნიკური დეფოლგის გამოცხადებას. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3369.html
| |||
განათავსა - consul | 07 სექ. 2011, 20:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.