ეკონომიკა: ამიერიდან ქართული ღვინოების შეძენა შესაძლებელი იქნება ანკარისა და იზმირის აეროპორტებში | საქართველოს ამბები | ||
თურქეთის საერთაშორისო აეროპორტებში - ანკარასა და იზმირში, ზონაში Duty Free, შესაძლებელი იქნება ქართული ღვინოების შეძენა. ამის შესახებ დღეს, 6 აგვისტოს, ბრიფინგზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან კავშირების სამსახურის უფროსმა თეა ტაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ე. წ. „ქართული ღვინის კუთხეები“ ორშაბათს გაიხსნა. ქართული ღვინის ანალოგიური კუთხე 15 აგვისტოს ზონაში Duty Freeსტამბულის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა. „ფრანგულ და ესპანურ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართული მეღვინეობის კომპანიების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოები და ახლა უკვე მილიონ მგზავრს ექნება ქართული ღვინოების შეძენის შესაძლებლობა“, - განაცხადა ტაბიძემ. ქართული ღვინის კუთხეები კომპანია TAV Airports Holding-ის აქტიური მხარდაჭერითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა. TAV Airports Holdingმართავს ზემოთხსენებულ აეროპორტებს თურქეთში, საერთაშორისო აეროპორტებს თბილისსა და ბათუმში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3347.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 სექ. 2011, 18:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.