ეკონომიკა: საქართველოს შიდა ტურიზმი 40%-ით გაიზარდა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ტურისტთა ნაკადის უდიდესი ზრდა აჭარაში დაფიქსირდა, სადაც, დეპარტამენტის მონაცემებით, უკვე მემილიონე ტურისტი დარეგისტრირდა. მათგან 626 ათასი ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ. ეს თითქმის 99%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელი. ტურისტთა ნაკადის ზრდას საქართველოს რკინიგზის მონაცემებიც ადასტურებს. მათი სტატისტიკით, წელს რკინიგზამ მგზავრთა რეკორდული რაოდენობა გადაიყვანა, თუმცა კონკრეტულ ციფრებს კომპანიაში ჯერ არ ასახელებენ. რკინიგზაში აცხადებენ, რომ იანვარ-ივლისში რკინიგზამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 5.5 მლნ ლარს გადააჭარბა. აგვისტოს შედეგების მოყვანა ჯერ არ დასრულებულა. შარშან მთელი საკურორტო სეზონის მანძილზე 700 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც იმ ეტაპზე რეკორდული მაჩვენებელი იყო. მგზავრთა ნაკადის ზრდა, თუმცა არც ისეთი მასშტაბით, ავტობუსების სეგმენტშიც ფიქსირდება. როგორც ავტოსადგურ „ოკრიბაზე“ აცხადებენ, წინასწარი მონაცემებით ამჟამინდელი საკურორტო სეზონის მანძილზე მგზავრთა რაოდენობა შარშანდელ სეზონთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ექსპერტთა ნაწილი წელს ტურისტების დეფიციტის შესახებ საუბრობს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მთავრობა. ოფიციალური სტატისტიკით, ივლისის პერიოდისთვის საქართველოში უკვე იმყოფებოდა 1.5 მლნ ტურისტი და ამდენივეა მოსალოდნელი წლის ბოლომდე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3342.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 სექ. 2011, 18:02 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.