პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: საქართველომ უნდა გაითვალისწინოს აფხაზური საზოგადოების არჩევანი | საქართველოს ამბები | ||
ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გაითვალისწინონ, მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას, იუწყება “GHN“. „ე. წ. არჩევნებში ასობით ათას ქართველს არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტი ისიცაა, რომ ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გაითვალისწინონ და ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ნაბიჯები გადადგან“, - თქვა ირაკლი ალასანიამ “GHN“-თან საუბრისას, როდესაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს შედგა. არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55% მოაგროვა. აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი - ალექსანდრე ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა. ანქვაბის ინაუგურაცია 26 სექტემბერს ჩატარდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3305.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.