პოლიტიკა: მექსიკას საქართველოს რეფორმები აინტერესებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით მექსიკას ეწვია. როგორც ქართული საგარეო პოლიტიკური უწყება იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრს პატრიცია ესპინოზას და კონგრესის დეპუტატთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს პორფირიო მუნიოსს. შეხვედრის შედეგები მიხედვით ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მექსიკის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, მექსიკურმა მხარემ მადლობა გამოთქვა ქართული მხარის კონსტრუქციულ პოზიციასთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირებისა და კლიმატური ცვლილებების საკითხში. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი გაღრმავებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული მიმართულებებით, მათ შორის, უმაღლეს დონეზე ვიზიტებისა და პოლიტიკური კონსულტაციების გზით, ასევე მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მექსიკური მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულებრიობასა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის შეიძლება სამაგალითო გახდეს. როგორც „ახალი ამბები-საქართველო“ იტყობინება, უკვე დღეს ვაშაძე ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც რიგი შეხვედრების ჩატარებს აპირებს. ბრაზილიაში ქართული საგარეო პოლიტიკური უწყების უფროსის ვიზიტი 26 აგვისტომდე გასტანს. „ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ჩაატარებს შეხვედრას სენატში, ასევე შეხვდება თავის კოლეგას ანტონიო პატრიოტას“, - განაცხადა სამინისტროს თავმჯდომარემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3229.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 აგვ. 2011, 19:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.