გარემო: აშშ-ში მომხდარი მიწისძვირის შედეგად ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლს ბზარი გაუჩნდა | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ში აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი - ვაშინგტონის ცენტრში არსებული 169 მ სიგრძის სვეტი. როგორც იტყობინება Associated Press აშშ-ს ეროვნული პარკის ინჟინერებმა სვეტზე ბზარები იპოვნეს.
სვეტის პირველადი დათვალიერების შედეგად მასზე დაზიანება ვერ იპოვნეს. ბზარები სპეციალისტებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც დაიწყეს სვეტის ზედა ნაწილი შემოწმება - იმ ადგილის სადაც იცვლება სვეტის შევიწროების კუთხე.
ინჟინრები დაზიანების დეტალურ შემოწმებას ოთხშაბათიდან დაიწყებენ. ამასთან უსაფრთხოების მიზნით მემორიალს დროებით დახურავენ. ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტი აღმართული იქნა თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს შორის 1884 წელს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 36 წელი. პროექტის ავტორია რობერტ მილსა. სვეტი აგებულია გრანიტისგან, ხოლო გარედან მოპირკეთებულია მარმარილოთი. მისი წონა კი შეადგენს 91 ათას ტონას. 5.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 23:45 საათზე. ეპიცენტრი მდებარეობდა ვირჯინიას შტატში, ვაშინგტონიდან 134 კმ-ის დაშორებით. მიწისძვრის გამო დროებით შეჩერებული იქნა დედაქალაქთან ახლოს არსებული რონალდ რეიგანისა და დალესის სახელობის აეროპორტების ფუნქციონირება; აგრეთვე აღნიშნულ რეგიონთან მდებარე ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორი. CNN ცნობით მიწისძვრის გამო სამთავრობო შენობები, მათ შორის პენტაგონი, კაპიტოლიუმი და თეთრი სახლი ევაკუირებული იქნა. დახურული იქნა დამთვალიერებლებისაგან მუზეუმები და ძეგლები მათ შორის აბრაამ ლინკოლნისა და ტომას ჯეფერსონის. ამასთან ოთხშაბათს ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაიხურება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი, რომელიც აგრეთვე დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3225.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 აგვ. 2011, 19:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.