aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 კულტურა: სააკაშვილი: ნიცასა და კანში არაა ისეთი ადგილები, როგორც ბათუმში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ნიცასა და კანში არაა ისეთი ადგილები, როგორც ბათუმში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის დედაქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი შენობის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ. სააკაშვილის თქმით, საოპერო თეატრი გვირგვინია იმ ყველაფრისა, რაც ბათუმში ბოლო წლებში გაკეთდა.



„თბილისში აღდგენილ იქნა რუსთაველი თეატრი, მარჯანაშვილის თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, მიმდინარეობს გრანდიოზული სამუშაოები თბილისის საოპერო თეატრში, ფილარმონიაში, გარემონტებულია თელავის თეატრი და სხვა რამდენიმე რეგიონალური თეატრი. და აი, ახლა ბათუმში ეს კულტურისა და უნახავი სილამაზის ხელოვნების ცენტრი აშენდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბათუმის განახლება ტურისტების შემოდინების ზრდის წინაპირობაც არის, რაც, თავის მხრივ, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.


„ძალიან ბევრი რამ კეთდება. მოქალაქეებმა ნამდვილად იციან ის, რაც ტელევიზორში მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა არ იციან. ეს ნიშნავს, რომ იქნება ბევრად მეტი დამსვენებელი, ბევრად მეტი მცირე ბიზნესი. ძალიან კარგად იმუშავა ლევან ვარშალომიძემ“, - ხაზი გაუსვა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში სამშენებლო სამუშაოებს, ძირითადად, ადგილობრივი კადრები ასრულებენ.


„ამ ყველაფერს ქართველები აშენებენ. თავიდან, როდესაც ბათუმის აღორძინება იწყებოდა, მუშათა 80% თურქები იყვნენ. ახლა კი, თუ მოინდომებთ, თურქ მუშას შესაძლოა აქ ვერც იპოვით. ყველაფერს ქართველები აკეთებენ, ჩვენ საუკეთესოდ ვისწავლეთ მუშაობა. და ესეც დიდი მიღწევაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბათუმის საოპერო თეატრის გახსნის ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ პირველი ლედი სანდრა რულოვსი, სხვა ოფიციალური პირები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3135.html
განათავსა - Drakula | 15 აგვ. 2011, 21:28 | ახალი ამბები »
 

"კულტურა: სააკაშვილი: ნიცასა და კანში არაა ისეთი ადგილები, როგორც ბათუმში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 28 სექტემბერი 2024
  • English Georgian