ეკონომიკა: კერძო კომპანიები თავიანთ მომუშავეებს ხელფასებს უზრდიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ნახევარზე მეტი კომპანია წელს თავისი მომუშავეებისთვის ხელფასების გაზრდას აპირებს. Grant Thornton International-ის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით ყველაზე გულუხვია არგენტინის, შვედეთისა და სამხრეთ აფრიკის კომპანიები. ისინი ხელფასების 98, 96 და 93 პროცენტით გაზრდას აპირებენ. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ხელფასების დიდი ზრდა მოსალოდნელია რუსეთში - 56%-ით. საქართველოს ამ თვალსაზრისით 34-ე ადგილი უკავია: ხელფასების გაზრდა ნავარაუდევია 38%-ით. სულ რეიტინგში 40 ქვეყანა მოხვდა. საქართველო აღნიშნულ გამოკვლევაში პირველად ფიგურირებს, ამიტომ მაჩვენებლებს ვერაფერს ვერ შევუდარებთ. შემოსავლების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიაში (18%), ირლანდიასა (14%) და საბერძნეთში (12%). დასაქმების ბიზნეს-ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ახალაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია გამოკვლევის მეთოდოლოგია და ის დარგები, რომელთა წარმომადგენლები გამოკითხეს. მისი თქმით, ასეთი მარჟის მქონე ხელფასების გაზრდა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც კრიზისის მიმართ ყველაზე მდგრადი აღმოჩნდა. მაგალითად, ნავთობის კომპანიები, საკვები პროდუქტებისა და პირველი საჭიროების სხვა საქონლის მწარმოებელი კომპანიები, ასევე იმპორტიორი კომპანიები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3132.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 აგვ. 2011, 21:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.