საზოგადოება: გამოკვლევა: საქართველოს მოსახლეობის 76%-ს რუსეთის ხელისუფლებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს | საქართველოს ამბები | ||
ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა “Gallup“ 104 ქვეყანაში ჩაატარა რუსეთის ხელისუფლებების კურსის მხარდაჭერის დონის გამოკვლევა, იუწყება “GHN“. გამოკვლევიდან გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 76%-ს რუსეთის ხელისუფლებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და მხოლოდ 6% უჭერს მხარს მოსკოვის ოფიციალურ პოლიტიკას, ხოლო 18%-მა პასუხისაგან თავი შეიკავა. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო გამონაკლისია, ვინაიდან ყოფილი სსრკ-ს სხვა ქვეყნებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უფრო პოზიტიურია. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, ვინც რუსეთის ხელისუფლებებს უჭერს მხარს, სომხეთიც მოხვდა, რომელიც ადგილს მხოლოდ რიგ შუააზიურ სახელმწიფოებს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, ასევე აფრიკულ სახელმწიფო მალის უთმობს. რუსეთის პოლიტიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება სომხეთის 75%-ს აქვს, უარყოფითი - მხოლოდ 7%-ს, ხოლო 17%-ს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა ან საერთოდ თავი აარიდა პასუხს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მანდ პრორუსულად განწყობილია მოსახლეობის 54%, ხოლო 19%- კრემლის პოლიტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3108.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.