მეცნიერება-ტექნოლოგიები: Windows XP-ის წილი ბაზარზე 50-ზე ნაკლებ პროცენტამდე შემცირდა | მსოფლიოს ამბები | ||
სტატისტიკის სერვის NetMarketShare-ის მონაცემებით, ოპერაციული სისტემა Windows XP-ის წილი ბაზარზე 49.69%-მდე შემცირდა. როგორც Computerworldიტყობინება, 50-ზე ნაკლებ პროცენტამდე XP-ის წილი პირველად დაეცა იმ დროიდან, როცა NetMarketShare-მა თავისი დაკვირვებების წარმოება დაიწყო. ამასთანავე, Windows XPკვლავინდებურად მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ოპერაციულ სისტემად რჩება. მას უთმობენ Windows 7, რომლის წილიც 27.92 პროცენტს შეადგენს, Vista (9.27 პროცენტი) და Mac OS X 10.6 Snow Leopard(3.76 პროცენტი). საერთო ჯამში Windows-ის ოჯახის ოპერაციულ სისტემებზე ბაზრის დაახლოებით 87 პროცენტი მოდის. ამასთან, სტატისტიკის სერვისი StatCounter უთითებს, რომ ივლისში Windows XP-ის წილმა 43.9 პროცენტი შეადგინა. სხვაობა აიხსნება იმით, რომ NetMarketShare და StatCounter ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ალგორითმებს იყენებენ. Windows XP-ის „ასაკი“ ათ წელს უახლოვდება - იგი 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა. Microsoft-მა XP-სთვის განახლებათა სამი მსხვილი პაკეტი გამოუშვა, რომელთაგან უკანასკნელი 2008 წელს გამოჩნდა. Windows XP-ის პოპულარობის გამო ამ ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა 2014 წლამდე გაახანგრძლივეს. 2011 წლის ივნისის დასაწყისში Microsoft-მა წარმოადგინა Windows 7-ის მიმდევარი - ოპერაციული სისტემა Windows 8. მოსალოდნელია, რომ Windows 82012 წელს გამოვა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3076.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 აგვ. 2011, 19:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.