aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საზოგადოება: Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სამართალდამცავი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება მათი დროებითი საცხოვრებლიდან და უნდა უზრუნველყოფს ისინი ადეკვატური საცხოვრებლით.



ივლისში იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით საცხოვრებლიდან გამოსახლების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ორგანიზაცია Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებებს არ გაიმეორონ „იგივე შეცდომები“, რომელთაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ივნის-ივლისსა და 2011 წლის იანვარში, ქვეყნის რეგიონებში დაახლოებით ათასი ოჯახის გადასახლების დროს. ეს პროცესი აღწერილია Amnesty International-ის მოხსენებაში, რომელიც 29 გვერდს მოიცავს.


Amnesty International აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფას დაპირდა, მან „საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვია და მრავალი იძულებით გადაადგილებული პირისთვის სიტუაცია გაუარესდა“.


„ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს ომის დროს, საჭიროებენ სტაბილურობას, რათა ახალ ცხოვრებას შეუდგნენ. ამის მაგივრად ხელისუფლებები აიძულებენ მათ თავი იგრძნონ კიდევ უფრო დაუცველებად, ახდენენ რა მათ გამოსახლებას სათანადო კონსულტაციების, შეტყობინებებისა და სამართლებრივი გარანტიების გარეშე. რიგ შემთხვევებში ხელისუფლებებმა გადასახლებულებს საკმარისი ალტერნატიული საცხოვრებელი არ შემოთავაზეს“, - თქვა Amnesty International-ის მკვლევარმა საქართველოს მიხედვით ნატალია ნოზაძემ.


ამავე დროს, Amnesty International აგრძელებს მოწოდებებს სეპარატისტული ხელისუფლებების მისამართით, რათა მათ პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულთა უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლში. თუმცა ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სანამ ეს შეუძლებელია, საქართველოს მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს მათი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში, მათი უზრუნველყოფისათვის ცხოვრების ადეკვატური პირობებითა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობების შესაქმნელად.


„თუ გამოსახლება და გადასახლება ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით და გადასახლებად პირთა ინფორმირებული მონაწილეობით არ ჩატარდება, მაშინ ქართული მთავრობის მიერ მიღებადი ზომები არ დაეხმარება, არამედ ხელს შეუშლის იძულებით გადასახლებულებს, შეეგუონ ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას“, - თქვა ნატალია ნოზაძემ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3072.html
განათავსა - Drakula | 05 აგვ. 2011, 19:32 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian