გარემო: სპეციალისტები: მზეზე აფეთქების გამო მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი | მსოფლიოს ამბები | ||
აფეთქება, რომელიც მზეზე გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა, დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს, რომელსაც 4 და 5 აგვისტოს ექნება ადგილი, იუწყება “GHN“. ამის შესახებ РИА Новости-ს უთხრა დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტის კოსმოსური ამინდის პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაშმა. „27 რიცხვში (ივლისის თვისა) ადგილი ჰქონდა M.9 კლასის აფეთქებას და დღეს იყო M.3 კლასის აფეთქება. ამასთან, თუ პირველი აფეთქება ძალიან მოკლე იყო - იგი მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა, მეორე ჯერაც გრძელდება და მას თან მოჰყვა მზის პლაზმის ამოფრქვევა, რომელიც, მათ შორის, ჩვენკენ იყო მიმართული“, - თქვა გაიდაშმა. მზეზე აფეთქებები რენტგენული გამოსხივების სიმძლავრის მიხედვით იყოფა ხუთ კლადა: A, B, C, M და X. მინიმალური კლასი A0.0შეესაბამება გამოსხივების სიმძლავრეს დედამიწის ორბიტაზე კვადრატულ მეტრზე 10 ნანოვატის ოდენობით. შემდეგ ასოზე გადასვლასთან ერთად სიმძლავრე ათჯერ იზრდება. „სადღაც დღის ბოლოს 4 და 5 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე მაგნიტური ქარიშხალი, თუმცა იგი შეიძლება დიდი გახდეს“, - აღნიშნა გაიდაშმა. მან განმარტა, რომ აქტიურობის ასეთი ამაღლება, რომელიც 26 ივლისს დაიწყო, მზის „სიცოცხლის“ ამჟამინდელი პერიოდისთვის ნორმალურია. მისი თქმით, აფეთქების თანმდევი კორონალური ამოფრქვევების სიჩქარემ წამში 1.1 ათას კილომეტრს მიაღწია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3052.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 აგვ. 2011, 21:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 3 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.