ეკონომიკა: „თერნალი ჩაი“: მონღოლურ ბაზარზე ჩინურ პროდუქციას გავუსწარით | საქართველოს ამბები | ||
მონღოლურ ბაზარზე ქართული ჩაი ჩინურ ჩაის წარმატებულ კონკურენციას უწევს. ამის შესახებ აცხადებს კომპანია „თერნალი ჩაის“ დანფუძნებელი ალუ გამახარია. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომპანია მონღოლეთში ე. წ. „აგურის ჩაის“ ექსპორტს ახორციელებს. ეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასეთ ჩაის მოიხმარს, რაც ქვეყნის ადგილმდებარეობითა და კლიმატური პირობებით არის განპირობებული. გამახარიას ინფორმაციით, მონღოლურ ბაზარზე ქართული ჩაის ერთადერთი კონკურენტია ჩინური პროდუქცია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მონღოლეთის მეზობლად მდებარეობს და, შესაბამისად, ექსპორტის ხარჯები ნაკლები აქვს, ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც უფრო მაღალია, რაც პროდუქტის მაღალი ხარისხითაა განპირობებული. სამი თვის განმავლობაში კომპანია 120 ტონა ჩაის აწარმოებს. წლის განმავლობაში მონღოლეთში 6 ვაგონი ჩაი გაიგზავნება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3043.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 აგვ. 2011, 12:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.